Belive

ინფანტინო იმდენ შეხვედრას დაესწრო, დედამიწას ორჯერ შემოუვლიდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებების ფინალური დაპირისპირების მოლოდინში, რომელიც ნიუ ჯერსიში გაიმართება, ფიფას პრეზიდენტის გადატვირთული გრაფიკის დეტალები გასაჯაროვდა.

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, უდავოდ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დაკავებული ფიგურაა. მან ტურნირის განმავლობაში იმდენად სოლიდური მანძილი დაფარა, რაც დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლას უდრის.

2026 წლის მუნდიალი, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ტურნირის ისტორიაში გეოგრაფიულად ყველაზე ვრცელი აღმოჩნდა. შეჯიბრებას სამმა ქვეყანამ, 16 მასპინძელმა ქალაქმა და ოთხმა სხვადასხვა დროის სარტყელმა უმასპინძლა. მატჩებზე დროულად დასასწრებად, ინფანტინო კატარის მთავრობის კუთვნილი, ტურნირის ოფიციალური სპონსორის - Qatar Airways-ის მიერ მართული კერძო თვითმფრინავით, Gulfstream G650-ით გადაადგილდებოდა.

სააგენტო Associated Press-ის მონაცემებით, „მეტლაიფ სტედიუმზე“ საფინალო სასტვენის გაჟღერების მომენტისთვის, ინფანტინოს საჰაერო ხომალდში, დაახლოებით, 115 საათი ექნება გატარებული.

ფიფას ხელმძღვანელის მიერ დაფარული მანძილის მასშტაბები მართლაც შთამბეჭდავია: მან ჯამში 59,281 მილი (95,403 კილომეტრი) გაიარა და მასპინძელი ქვეყნების 21 სხვადასხვა აეროპორტის მომსახურებით ისარგებლა. ფინალამდე, ინფანტინომ, ადგილიდან 43 მატჩს უყურა.

სხვა სტატიები