Belive

ვინ გახდება 2026 წლის Golden Boy | გამოკითხვას კუბარსი ლიდერობს

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონელი 19 წლის ცენტრალური მცველი - პაუ კუბარსი Golden Boy 2026-ის გამოკითხვას სათავეში ჩაუდგა. იგი უშუალო კონკურენტებს, თანაკლუბელ ლამინ იამალსა და რეალის ახალწვეულ - იან დიომანდეს უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ იამალი პრიზის მოპოვებას მეორედ ვერ შეძლებს, რადგან დაჯილდოების მოქმედი რეგლამენტით, ერთი და იმავე ფეხბურთელისთვის ჯილდოს განმეორებით გადაცემა დაუშვებელია.

ეს წარმატება კუბარსის მიერ ჩატარებული ფანტასტიკური სეზონის ლოგიკური გაგრძელებაა. ზაფხულში ახალგაზრდა მცველმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აღმართა, სადაც ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის დაცვის ბურჯი იყო და მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა, მანამდე კი ბარსელონას შემადგენლობაში ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ოქროს მედალს დაეუფლა.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, კუბარსის ანგარიშზე ბარსას მაისურით ლა ლიგაში უკვე 85, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 26 ჩატარებული მატჩია. Golden Boy-ს ტიტულის მოპოვება ესპანელი მცველისათვის 2026 წლის ნამდვილი გვირგვინი იქნება.

სხვა სტატიები