Belive

ბაზაზე ჭერის ჩამოშლის შედეგად მალიორკას მეკარემ მძიმე დაზიანება მიიღო

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მალიორკას ვეტერანი მეკარე - ივან კუელიარი საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი უცნაური ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 42 წლის ფეხბურთელს თავის არეში დაზიანება მას შემდეგ მიადგა, რაც კლუბის სასადილო ოთახში ჭერის დეკორატიული სტრუქტურის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა 28 სექტემბერს დილის ვარჯიშის დაწყებამდე მოხდა, რის შემდეგაც ვეტერან გოლკიპერს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია.

კლუბმა მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გავრცელა და გულშემატკივრები დაამშვიდა.

„დღეს დილით ივან 'პიჩუ' კუელიარმა თავის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო მას შემდეგ, რაც ბაზის სასადილოში ჭერის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიშალა. მოთამაშე კლინიკაში გადავიყვანეთ და იგი მომდევნო 24 საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება“, - წერია მალიორკას განცხადებაში

39 წლის ასაკში მალიორკაში 2023 წლის ზაფხულში გადასულ კუელიარს მდიდარი კარიერა აქვს - წარსულში იგი ატლეტიკოს, ეიბარის, ლეგანესისა და ხიხონის სპორტინგის ღირსებას იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მას მოედანზე დრო ჯერ არ გაუტარებია, გამოცდილი მეკარე გუნდის გასახდელში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საიმედო სათადარიგო ვარიანტად ითვლება, რის გამოც მისი დროებით გამოკლება კლუბისთვის საგრძნობი დანაკლისი იქნება.

სხვა სტატიები