Belive

ვილიარეალმა პირველად მოიგო - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ მალაგასთან?

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მეექვსე ტურში მალაგამ ვილიარეალს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში ცუდი სტარტის შემდეგ, ინიგო პერესის გუნდმა პირველად მოიპოვა 3 ქულა.

2 ფრე და ზედიზედ 3 წაგება - ეს იყო შედეგი, რაც ვილიარეალს ამ შეხვედრამდე ჰქონდა და მალაგასთან თამაშიც ცუდად დაიწყო, გუნდი მე-12 წუთზე უკვე აგებდა. მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე არ დააყენა, თუმცა ვილიარეალმა მატჩის შემოტრიალება პირველივე ტაიმში დაიწყო და ჯერ მე-40 წუთზე მოლეირომ გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი სტუმრები წინ პაპე გეიემ გაიყვანა (გეიე მოედანზე 37-ე წუთზე, ტრავმირებული კომესანიას ნაცვლად შემოვიდა.

მიქაუტაძე მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და კარის მიმართულებით ერთხელ დაარტყა. შეხვედრის ბოლო გოლი მატჩის მიწურულს, ისევ პაპე გეიემ, პენალტიდან გაიტანა. მიქაუტაძის შეფასება 6.3-დან 6.5-დე იყო (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით). ქართველის ანაგრიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა (მხოლოდ ლა ლიგაში).

ვილიარეალს 5 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის მე-14 ადგილზეა.

სხვა სტატიები