Belive

ჟოან გარსია 3 კვირას გამოტოვებს | ვინ დადგება ბარსელონას კარში?!

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიურ გრანდს ტრავმების მხრივ მორიგი უსიამოვნო სიახლე აქვს - გუნდის მეკარე ჟოან გარსია მუხლის დაზიანების გამო მინდორს 3 კვირით ჩამოშორდა.

ესპანელმა კარის დარაჯმა ტრავმა ოთხშაბათს, რასინგთან გამართულ მატჩში (7:2) მიიღო, რის გამოც შესვენებაზე ის სათადარიგო მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ შეცვალა. ბარსელონას ოფიციალური განცხადებით, მატჩის შემდეგ ჩატარებულმა პირველადმა გამოკვლევებმა მარჯვენა მუხლში „მსუბუქი დისკომფორტი“ აჩვენა.

თუმცა, 'Catalunya Radio'-სა და 'Diario AS'-ის ინფორმაციით, გარსიას მარჯვენა მუხლის მენისკის დაზიანება დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ ეს ის მუხლი არ არის, რომელზეც ფეხბურთელს გასულ სეზონში ოპერაცია დასჭირდა.

წყაროების ცნობით, გარსიას აღდგენით პროცესს დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გამოტოვებს შაბათს, სევილიასთან დაგეგმილ ლა ლიგის შეხვედრას, ისევე როგორც ესპანეთის ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩებს სანაკრებო პაუზის დროს.

გარსიას არყოფნაში ბარსელონას კარში, დიდი ალბათობით, ვოიცეხ შჩესნი ჩადგება, თუმცა კატალონიელთა განკარგულებაში ზაფხულის ახალწვეული დომინიკ ლივაკოვიჩიც არის.

სხვა სტატიები