Belive

ვენსან კომპანი: "ახალი საფუძვლები უნდა შევქმნათ და წარმატება აუცილებლად მოვა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ვენსან კომპანიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "რეკორდმაისტერთან" ერთად, ახალი, საკუთარი ფილოსოფიით მუშაობას აპირებს.

"მოუთმენლად ველოდები "ბაიერნის" გამოწვევის მიღებას. ამ გუნდში მუშაობა ძალიან დიდი პატივია. "ბაიერნი" მსოფლიო ფეხბურთის დიდი წარმომადგენელია.

როგორც მწვრთნელმა, ისე უნდა იმუშაო, როგორი ხასიათის პიროვნებაც ხარ. ჩემს შემთხვევაში, მე ბურთის ფლობა და კრეატიულობა მიყვარს, ოღონდ, ამავე დროს, მოედანზე აგრესიულები და გაბედულებიც უნდა ვიყოთ.

მოუთმენლად ველოდები ფეხბურთელებთან მუშაობის დაწყებას. როგორც კი საქმეს საფუძველს სწორად ჩავუყრით, ამის შემდეგ, წარმატება აუცილებლად მოვა", - თქვა ახალგაზრდა სპეციალისტმა.

"მანჩესტერ სიტისა" და ბელგიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სხვა სტატიები