პირველი 10 000 გუნდს შორის - Opta-მ პსჟ მსოფლიოს საუკეთესო გუნდად დაასახელა
Opta-ს ვერსიით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი პარი სენ ჟერმენია.
თუ პსჟ კვირას ფინალს მოიგებს, ისინი ნამდვილად გახდებიან მსოფლიოს ჩემპიონები. თუმცა, ჩვენ არ გვჭირდება ფინალის შედეგი იმის სათქმელად, რომ პარი სენ ჟერმენი ახლა მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.
Opta Power Rankings გლობალური გუნდური რეიტინგის სისტემაა, რომელიც 10 000-მდე კლუბს ანიჭებს ქულებს.
პირველადგილოსან პსჟ-ს 100-დან 100 ქულა ერგო. შედეგად, ენრიკეს გუნდმა გადაუსწრო ლივერპულს, რომელიც პირველობას გასული წლის ნოემბრიდან ინარჩუნებდა.
Top 10-ეულში ყველაზე მეტი, 6 გუნდი ინგლისის პრემიერლიგიდან მოხვდა, 2 ლა ლიგიდან, თითო-თითო კი ლიგა 1-დან და ბუნდესლიგიდან.
მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდი Opta-ს მონაცემებით:
პსჟ
ლივერპული
არსენალი
მანჩესტერ სიტი
ბარსელონა
რეალი
ბაიერნი
ჩელსი
ასტონ ვილა
ნიუკასლი
ქართული გუნდებიდან 10 000 კლუბს შორის ყველაზე მაღალ, 673-ე პოზიციას იბერია იკავებს, 679-ეა გორის დილა, 1125-ე ქუთაისის ტორპედო, 1169-ე დინამო ბათუმი, 1298-ე კი - დინამო თბილისი.