ვან ბასტენი: ,,ბარსელონასთან მატჩში ბრიუგეს მოგება მოპარეს''
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი, მარკო ვან ბასტენი მიიჩნევს, რომ ბრიუგესა და ბარსელონას მატჩში ბელგიელთა მიერ გატანილი მე-4 გოლი უნდა ჩათვლილიყო.
შეხვედრის 91-ე წუთზე რომეო ვერმანტმა ვოიცეხ სჩესნის ბურთი წაართვა და ბრიუგე წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, თუმცა მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
,,ბრიუგეს მოგება მოპარეს! მათი მე-4 გოლი უნდა ჩათვლილიყო.
თავდამსხმელი სჩესნის წინააღმდეგ არ დაჯარიმებულა, ის მას არც კი შეხებია. მეკარემ მომენტი ჯარიმად თავად წარმოაჩინა, თუმცა ასე არ ყოფილა.'' - მარკო ვან ბასტენი
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ბრიუგესა და ბარსელონას შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. ბელგიური გუნდი მატჩში 3-ჯერ იგებდა.
GOAL DISALLOWED ❌@ClubBrugge are denied a potential winning goal following the VAR review. Thoughts on the decision...?#beINUCL #UCL pic.twitter.com/HYBKhNhtc6
— beIN SPORTS (@beINSPORTS_EN) November 5, 2025