ლამინე იამალი: "მსურს, 2026 წელს ყველაფერი მოვიგო, მათ შორის ოქროს ბურთი"
ლა ლიგის მე-13 ტურის წინ, სადაც ბარსელონა ბილბაოს უმასპინძლებს, კლუბის სუპერვარსკლავმა - ლამინე იამალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას 2026 წელს ყველა შესაძლო ტიტულისა და ოქროს ბურთის მოგება სურს.
"მართალია ტრავმების გამო სეზონი მძიმედ დავიწყე, თუმცა თავს იდეალურად ვგრძნობ და ამ მომენტისთვის არანაირი ტრავმა არ მაწუხებს.
გასული სეზონი დიდი გულისტკივილებით იყო სავსე, თუმცა იყო გარკვეული წარმატებები, მაგალითად ის, რომ ესპანეთში ყველა შესაძლო ტიტული მოვიგეთ...
თუმცა მხოლოდ ესპანური ტიტულები არ არის საკმარისი, 2026 წელს მინდა, რომ ყველაფერი მოვიგო, მათ შორის ოქროს ბურთიც, მთავარი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგაა."
- ლამინე იამალი
🚨🗣️ Lamine Yamal: "I want to win everything in 2026." pic.twitter.com/BJaX83SL3o
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 20, 2025
უკვე დადასტურებულია, რომ ბარსელონა ბილბაო განახლებულ "კამპ ნოუზე" მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული სტადიონი 'კამპ ნოუ', 895 დღის შემდეგ, გულშემატკივრებისთვის ხელახლა გაიხსნა, თუმცა 1.3 მილიარდის ღირებულების რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. სანაკრებო პაუზამდე ბარსელონამ, ნოუ კამზე პირველი ღია ვარჯიში გამართა და 23 000 გულშემატკივარი მიიწვია. ფანებს საშუალება მიეცათ, წინასწარ ენახათ, თუ როგორი გამოდის ევროპაში ყველაზე დიდი სტადიონის განახლების პროცესი, 22 ნოემბერს კი კლუბის გულშემატკივრებს შეეძლებათ, რომ თავის საყვარელი კლუბის თამაშს განახლებული 'კამპ ნოუ'-დან უგულშემატკივრონ.
აქვე შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე ტრავმის გამო, ლამინე იამალს უკვე არაერთი მატჩი გაუცდა - მიმდინარე სეზონში მან 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.