ჟოზეს პირველი ტრანსფერი - ბერნარდუ 'სამეფო კლუბში' მიდის
ესპანურ და პორტუგალიურ მედიებში, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ბერნარდუ სილვას მადრიდის ატლეტიკოსთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდა, თუმცა დღეს დილით, მას შემდეგ რაც "სამეფო კლუბისგან“ ოფიციალური წინადადება მიიღო, პორტუგალიელმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ავტორიტეტული გამოცემა 'Cadena SER'-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა „როხიბლანკოსთან“ მიღწეული შეთანხმება ცალმხრივად გააუქმა.
🕵️ 𝐎𝐏𝐄𝐑𝐀𝐓𝐈𝐎𝐍 𝐇𝐈𝐉𝐀𝐂𝐊: 𝐂𝐎𝐌𝐏𝐋𝐄𝐓𝐄𝐃 ✔️
— 433 (@433) June 11, 2026
Bernardo Silva had already reached an agreement with Atlético, but he 𝙏𝙊𝙍𝙀 𝙄𝙏 𝙐𝙋 this morning after Real Madrid's offer was finalized, Cadena SER reports 🗞️
The Portuguese midfielder was also in talks with… pic.twitter.com/T9aTNxz9Qg
პორტუგალიელი ვარსკვლავი პარალელურად კატალონიის ბარსელონასთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა როგორც კი საქმეში მადრიდის რეალი ჩაერთო, ნახევარმცველმა გადაწყვეტილება მომენტალურად მიიღო.
მოურინიოს ფაქტორი და გადამწყვეტი როლი ტრანსფერში
როგორც ესპანური მედია იუწყება, ბერნარდუს არჩევანში უდიდესი როლი ითამაშა ჟოზე მოურინიომ, რომელიც ახლახან დაუბრუნდა „სამეფო კლუბის“ სათავეს. ორ პორტუგალიელს შორის დიდი ხნის მეგობრობა და პროფესიონალური პატივისცემა არსებობს. „განსაკუთრებულის“ პერსონალურმა ზარმა და მისმა გეგმებმა რეალში სილვასთვის ყოველგვარი ეჭვი გააქარწყლა. სამშობლობლოში, ლეგენდარულ მწვრთნელთან მუშაობის პერსპექტივამ ტრანსფერის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.
ბერნარდუ სილვა სიტის 2017 წელს, მონაკოდან შეუერთდა და გუნდის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. „ეტიჰადზე“ გატარებული 7 სეზონის განმავლობაში, პორტუგალიელმა ფენომენალური კარიერა შექმნა და პეპ გვარდიოლას სათამაშო ტაქტიკის შეუცვლელი ფიგურა გახდა.
ბერნარდუმ ქალაქელების მაისურით 350-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლები და დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებს შორის. ახლა კი, ინგლისის დაპყრობის შემდეგ, პორტუგალიელი მაესტრო მადრიდში, მოურინიოსთან ერთად ახალი ეპოქის დასაწყებად ემზადება.