ისტორიაში პირველად | ლამინ იამალმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
19 წლის ესპანელი ვარსკვლავი, ლამინ იამალი საფეხბურთო ისტორიის ოქროს ფურცლებს წერს.
„ფურია როხას“ გარემარბი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც თინეიჯერის ასაკში როგორც უეფას ევროპის ჩემპიონატის, ისე ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.
2024 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბარსელონას ტალანტი ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვებასთან არის ახლოს, რაც მის ფენომენალურ ნიჭზე მეტყველებს.
2 - 19-year-old Lamine Yamal is the first player to have played in both a UEFA European Championship final and a FIFA World Cup final as a teenager.
— OptaJoe (@OptaJoe) July 19, 2026
Kicks. pic.twitter.com/gN9Sbmkb2j
ამ ისტორიული მაჩვენებლის პარალელურად, ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სტეიდიუმზე“ წლის უმთავრესი საფეხბურთო დაპირისპირება ესპანეთსა და არგენტინას შორის იმართება. მატჩის პირველი ტაიმი უკვე დასრულდა და ტაბლოზე უგოლო ფრე, 0:0 ფიქსირდება. მოედანზე ძალიან ტაქტიკური, დაძაბული 'ომია', სადაც არცერთი მხარე არ აპირებს შეცდომის დაშვებას, თუმცა იამალის ფაქტორი მარჯვენა ფლანგზე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდისთვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება.