Belive

სესკ ფაბრეგასი: "ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტს როგორც რიგით მატჩს ისე უნდა მივუდგეთ"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტის, კომოს მთავარი მწვრთნელი, სესკ ფაბრეგასი ლაიფციგთან გასამართი მატჩის წინ საუბრობს.

"მესმის, რომ მთავარი თემა აქ კომოს სადებიუტო ჩემპიონთა ლიგის მატჩია, მაგრამ ფეხბურთელებისთვის ეს ისეთივე თამაში უნდა იყოს, როგორც სხვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩემთვის ფეხბურთი ზუსტად ამას ნიშნავს გუნდმა ყოველ მატჩში უნდა შეინარჩუნოს თავისი იდენტობა.

ეს ისეთივე მატჩია, როგორც სხვა დანარჩენი და ჩვენ მოსაგებად ვითამაშებთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ. მესმის ქალაქისა და კლუბის ემოციები, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს უბრალოდ საფეხბურთო მატჩია. ლაიფციგი შესანიშნავი გუნდია და ეს შეხვედრა განვითარების გაგრძელების შესაძლებლობად უნდა განვსაზღვროთ. გვსურს, საუკეთესოთა შორის ვიყოთ. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, მაგრამ ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის", - სესკ ფაბრეგასი.

კომო ლაიფციგს 10 სექტემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები