Belive

ვალენსიას გულშემატკივრებმა გიორგი მამარდაშვილი საუკეთესოდ დაასახელეს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილი 99.9 Plaza Radio Player Trophy-ის გამარჯვებულია. აღნიშნული ტიტულისთვის "ვალენსიას" ფეხბურთელები იბრძვიან, რომელთა შორის საუკეთესოს თავად გულშემატკივარი ირჩევს. გამარჯვებულის გამოვლენა ხმის მიცემის საშუალებით ხდება და მამარდაშვილმა მის უახლოეს მდევარს 9 ქულით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტიტული სულ მესამედ გათამაშდა და პირველ ორ შემთხვევაში მისი მფლობელი გონსალო გედეში გახდა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამავე ხმის მიცემაში მამარდაშვილმა გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა.



მიუხედავად იმისა, რომ 2022/2023 წლის სეზონი ვალენსიელთათვის არც ისე წარმატებული გამოდგა, "ღამურებმა" ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლეს. ამის მთავარი შემოქმედი კი, თავად გიორგი მამარდაშვილი იყო.

სხვა სტატიები