Belive

"ნაკრები ჩვენი იდენტობის გამოხატულებაა და უნდა ვიზეიმოთ" - პარაგვაიში უქმე დღე გამოცხადდა

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარაგვაის პრეზიდენტმა, სანტიაგო პენიამ, 30 ივნისი, სამშაბათი ეროვნულ უქმე დღედ გამოაცხადა, რათა ქვეყანაში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში, გერმანიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზეიმი შედგეს.

სამხრეთამერიკულმა გუნდმა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გერმანია პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 4:3 პ.) და მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სენსაცია შექმნა.

"დღეს მთელი ქვეყანა ზეიმობს. ვზეიმობთ იმ გუნდის გამარჯვებას, რომელიც ჩვენი იდენტობის ყველაზე ღრმა ნაწილს გამოხატავს: ხასიათის სიმტკიცეს, რწმენასა და იმ ხალხის ძალას, რომელიც არასოდეს ნებდება.

ხელისუფლება არ შეიძლება გულგრილი დარჩეს ამ უდიდესი მიღწევის მიმართ. აუცილებელია, ხელი შევუწყოთ ყველა პარაგვაელის გაერთიანებას ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად", - წერს ქვეყნის პრეზიდენტი, სანტიაგო პენია სოციალურ ქსელში.

პარაგვაი უკვე მეორე სამხრეთამერიკული ქვეყანაა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე გერმანიის წინააღმდეგ მოპოვებული მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ უქმე დღე გამოაცხადა.

გასულ კვირას, ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამაც გამოაცხადა ეროვნული უქმე დღე მას შემდეგ, რაც მისი ქვეყნის გუნდმა E ჯგუფში გერმანელებს მოუგო (2:1) და პლეიოფის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები