Belive

ვალენსიამ გულშემატკივრები გამოავლინა და სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალა

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ვალენსიას" ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ კლუბმა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად გამოავლინა ის გულშემატკივრები, რომლებმაც ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში, მადრიდის "რეალთან" (1:0) გამარჯვების დროს მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, ვინისიუს ჟუნიორს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ვალენსია" ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, პოლიციამ გამოავლინა სულ სამი გულშემატკივარი, რომლებმაც რასისტული ჟესტები გააკეთეს ვინისიუსის წინააღმდეგ. კლუბი მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა რასიზმი აღმოიფხვრას.

კლუბი იმეორებს თავის უმკაცრესად დამგმობ პოზიციას რასიზმისა და ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ და იმოქმედებს მაქსიმალური სიმკაცრით იდენტიფიცირებულ ადამიანთან მიმართებაში და გამოიყენებს უმკაცრეს ფორმას: სამუდამოდ აუკრძალავთ მათ სტადიონზე შესვლას.

წლების განმავლობაში კონკრეტული და თანმიმდევრული მოქმედებებით ვაჩვენეთ, რომ ყველასადმი პატივისცემის გამომხატავი კლუბი ვართ.

ბოლო წლებში "ვალენსია" ხელმძღვანელობდა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მოითხოვდა ფეხბურთის მოედნებზე ამ უბედურების წინააღმდეგ პროტოკოლების დამყარების აუცილებლობას, 2019 წელს კი გულშემატკივარს უეფას ევროპა ლიგის გასვლით მატჩში ფაშისტური ჟესტების გაკეთების გამო სამუდამოდ აუკრძალეს სტადიონზე შესვლა.

მადრიდის "რეალთან" მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და სრული სიცრუეა, რომ მთელ სტადიონზე რასისტული შეურაცხყოფა წარმოითქვა.

ბოლო დღეებში ბევრი გაუგებრობა და დეზინფორმაცია იყო. "ვალენსია" ყველას პასუხისმგებლობისა და სიმკაცრისკენ მოუწოდებს. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა და ყველა უნდა იყოს ფაქტობრივი და კონკრეტული ფაქტებით ისაუბროს. ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რომ "ვალენსია" რასისტულ ადგილად არის მიჩნეული. არ არის სიმართლე. ჩვენ ვითხოვთ პატივისცემას.

რასიზმის ადგილი ფეხბურთში და საზოგადოებაში არ არის.

"ვალენსია" მკაცრად გმობს რასიზმს.

ერთად რასიზმის წინააღმდეგ", - წერია "ვალენსიას" ოფიციალურ განცხადებაში.

"ვალენსიას" 35 ტურის შემდეგ დაგროვებული 40 ქულით მე-13 პოზიცია უკავია და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებასთან ახლოსაა.

სხვა სტატიები