Belive

გიორგი მამარდაშვილი ვინისიუსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურში, მადრიდის "რეალთან" (1:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ თანაგუნდელ იუნუს მუსას, რომლის წინააღმდეგაც ბრაზილიელმა შემტევმა იუხეშა, ქართველი მეკარე გამოექომაგა და ვინისიუს ჟუნიორს სწორედ ამ მიზეზით დაუპირისპირდა, "ბლანკოსების" გულშემატკივრებმა კი ეს ყველაფერი რასისტულ შეურაცხყოფად მონათლეს.

საბოლოო ჯამში, 22 წლის გოლკიპერი ამ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და დაწერა - "არა რასიზმს!".

View this post on Instagram

A post shared by Gio Mamardashvili (@gmamardashvili25)

მოგვიანებით, მამარდაშვილმა კიდევ ერთინ პოსტი გამოაქვეყნა და ინციდენტთან დაკავშირებით ვრცელად ისაუბრა:

View this post on Instagram

A post shared by Gio Mamardashvili (@gmamardashvili25)

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დინამო თბილისიდან” იჯარის წესით შეუერთდა, ზამთარში კი ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარის კონტრაქტი 800 000 ევროდ გამოისყიდა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის” და ასევე პორტუგალიურ "პორტუს" აქვთ და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.

სხვა სტატიები