Belive

THE ATHLETIC: გიორგი მამარდაშვილი 5 კლუბის მთავარი სამიზნეა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებას (1:0) "ვალენსია" ქართველ კიპერს უნდა უმადლოდეს.

"ღამურების" ბრწყინვალე შედეგი რასისტულმა შეძახილებმა გადაფარა, რომელზეც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ოფიციალურ გამოძიებას დაიწყებს. მამარდაშვილმა მატჩის მიწურულს ვინისიუსთან მომხდარი დაპირისპირების გამო ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ქართველმა კიპერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "ვალენსიას" ლიდერი და დიდებული მეკარეა.

უდიდესი ალბათობით მამარდაშვილი "ვალენსიას" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ავტორიტეტული მედია საშუალება THE ATHLETIC აღნიშნავს, რომ "ასტონ ვილა", "ტოტენჰემი", "ატლეტიკო", "ვილიარეალი" და "პორტუ" მამარდაშვილის თამაშს აქტიურად აკვირდებიან. მამარდაშვილის მთავარი მიზანი ძირითად თერთმეტეულში ასპარეზობაა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არავითარ შემთხვევაში განიხილავს.

"ვალენსიასთან" მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ შესაძლოა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ქართველმა კიპერმა "მესტალია" გაცილებით ნაკლებ ფასად დატოვოს.

სხვა სტატიები