Belive

ვალენსიამ რეალს მოუგო - მამარდაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 35-ე ტურში ,,ვალენსიამ'' ,,რეალს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ,,ღამურემის'' ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც Sofascore-სგან 7,7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია, მათ შორის სამი კი ურთულესი იყო.

,,ვალენსიას'' მეკარეს ასევე ყველაზე მაღალი შეფასება (8,2) დაუწერა ვებგვერდმა Whoscored-მაც.

35 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 40 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. ბარახას გუნდი მომავალ შეხვედრას 25 მაისს, ,,მალიორკასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები