Belive

კარლო ანჩელოტი: "გუნდში ახალი ტრანსფერი აღარ იქნება"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე, სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რის გამოც შემადგენლობის გაძლიერებისა თუ გადახალისების მსურველი კლუბები განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში გადადიან. 

ზემოთხსენებულ კლუბებს შორის მადრიდის "რეალი" ნამდვილად არ შედის, რასაც გუნდის იტალიელი სპეციალისტიც ადასტურებს.

კარლო ანჩელოტის განცხადებით, სამეფო გუნდი, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ახალ ფეხბურთელს აღარ დაიმატებს და ამჟამინდელი ფორმაციით გუნდი სრულად დაკომპლექტებულია.

ახალი ტრანსფერი აღარ იქნება. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. გუნდი სრულად დაკომპლექტებულია და პირადად მე, უარს ვამბობ ნებისმიერი ახალი ტიპის მოლაპარაკებაზე, რომელიმე ფეხბურთელთან. - კარლო ანჩელოტი

ინფორმაციისთვის, იმასაც გეტყვით, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ბლანკოსმა" 8 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული შენაძენი  ჯუდ ბელინგემია, რომლის შეძენაც ესპანელებს 103 მილიონი ევრო დაუჯდათ. 

სხვა სტატიები