Belive

უზბეკეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელს ავტომობილები აჩუქეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უზბეკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეები მათი მნიშვნელოვანი მიღწევისთვის - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილის მოპოვებისთვის დაჯილდოვდნენ. თითოეულ მოთამაშეს ჯილდოდ ავტომობილი გადაეცემა.

საზეიმო ცერემონია გუნდის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართა. საამიროებთან უგოლოდ დასრულებულმა მატჩმა, უზბეკეთს 1 ქულა მოუტანა, რამაც ამ ნაკრებს, ისტორიაში პირველად, მუნდიალის ფინალური ეტაპის საგზური გაუნაღდა.

მოთამაშეები BYD-ის მარკის ავტომობილებს მიიღებენ - ჩინური მწარმოებლის ბრენდს, რომელმაც უზბეკეთში ქარხანა 2024 წელს გახსნა.

რამდენიმე მოთამაშეს და სამწვრთნელო შტაბს საპატიო წოდებები, სახელმწიფო ორდენები და მედლები გადაეცათ. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა ერთობლივად, 11 ივნისიდან 19 ივლისამდე უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები