Belive

ფაბიო კანავარო უზბეკეთის მწვრთნელობას დათანხმდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეგენდარული იტალიელი მცველი, ფაბიო კანავარო, დათანხმდა უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას. გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

უზბეკეთის ნაკრები ისტორიაში პირველად მოხვდა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე. კანავარომ აზიურ ნაკრებთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწია, ხოლო ოფიციალური დოკუმენტების განხილვა და ხელმოწერა მომდევნო 2 დღეში იგეგმება.

ოქროს ბურთის მფლობელი ყოფილი მცველი, უმუშევარია მას შემდეგ, რაც დინამო ზაგრებიდან აპრილში, ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს.

უზბეკეთმა შთამბეჭდავი შესარჩევი ეტაპი ჩაატარა და A ჯგუფში (აზიის ზონიდან) მეორე ადგილი დაიკავა. ისინი ჯგუფის გამარჯვებულ ირანს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩნენ და მესამე ადგილზე მყოფ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ექვსი ქულით გაუსწრეს. უზბეკეთმა სეზონში მხოლოდ შვიდი გოლი გაუშვა, რაც მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2026 წლის მუნდიალზე მათი მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონი იქნება.

-