რონალდუს დუბლი და პორტუგალიის პირველი გამარჯვება წლევანდელ მუნდიალზე
დღეს, ჰიუსტონში, მსოფლიო ჩემპიონატის, K ჯგუფის, მეორე ტურში, პორტუგალიამ უზბეკეთი დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. პორტუგალიამ შეხვედრა აქტიურად დაიწყო. ანგარიში მატჩის მე-6 წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. ამ გოლიდან მალევე კი, შეხვედრის მე-17 წუთზე, ნუნუ მენდეშმა, საჯარიმო დარტმით, საკუთარი ნაკრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
პორტუგალიელებმა, შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ უზბეკეთმა მეტოქესთან თამაშის გათანაბრება შეძლო, რასაც გოლი მოჰყვა. უზბეკთა შემტევმა, აზიზჯან განიევმა, მეტოქეს, საჯარიმოს გარედან, ულამაზესი გოლი გაუტანა. სამწუხაროდ ამ ეპიზოდში, უზბეკთა მეორე შემტევმა, აბოსბეკ ფაიზულაევმა, ჟოაუ კანსელუს წინააღმდეგ, წესების დარღვევით ითამაშა, რის გამოც, გოლი გაუქმდა. პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში კი კრიშტიანუ რონალდუმ დააფიქსირა, როდესაც ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ, დუბლი შეასრულა.
🌎🇵🇹 Portugal make it 5 against Uzbekistan with Cristiano’s brace! 💥
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 23, 2026
Who’s been your Man of the Match? pic.twitter.com/i0nXmxkquf
მეორე ტაიმში სათამაშო ტემპი შედარებით დავარდა. მაგრამ ამას, პორტუგალიელთათვის, გოლების გატანაში ხელი არ შეუშლია. 60-ე წუთზე, ბრუნო ფერნანდეშის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, აზიელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რაც, საბოლოოდ უზბეკთა მეკარის, აბდუვოჰიდ ნემათოვის ავტოგოლით დასრულდა. შეხვედრაში წერტილი, კი მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შემოსულმა რაფა ლეაომ დასვა.
🚨| BREAKING: SPEED JUMPS OUT OF HIS SUITE AFTER CRISTIANO RONALDO SCORES HIS FIRST GOAL OF THE WORLD CUP 🤯🤯🤯🐐 pic.twitter.com/nh3aR5Owuw
— Speedy HQ (@IShowSpeedHQ) June 23, 2026
პორტუგალია, ამ გამარჯვებით, ჯგუფიდან გავიდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 28 ივნისს, კოლუმბიის წინააღმდეგ ჩაატარებს.