Belive

უცნობი ისტორია: რუნისა და ტერის დაპირისპირება, რის გამოც ინგლისის ნაკრების ბომბარდირი სკანდალში გაეხვა 

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ამჟამად, "დერბი ქაუნთის" მთავარი მწვრთნელი, უიენ რუნი ახალ სკანდალში გაეხვა. ბოლო ინტერვიუში "ევერტონის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა 2006 წელს, ლონდონის "ჩელსისთან" პრინციპული დაპირისპირება გაიხსენა, რომელშიც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის დაზიანების განზრახ მიყენება ჰქონდა განზრახული. საქმე ის გახლდათ, რომ "ჩელსი" - "იუნაიტედის" მატჩი ჩემპიონის ბედს გადაწყვეტდა, რუნიმ კი მიიჩნია, რომ მეტოქე იმდენად ძლიერი იყო, მათ დამარცხებას სპორტული მეთოდებით ვერ მოახერხებდა და საამისოდ სხვა გზა უნდა გამოეყენებინა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ თავის ბუცებს ისეთი ქაცვები დაუმაგრა, რომელიც მეტალისა იყო და ფეხბურთელისთვის შეხების შემთხვევაში, მისთვის მძიმე დაზიანების მიყენებაც შეეძლო.

"ჩვენ ვიცოდით, რომ თუ "ჩელსი" შეხვედრის მოგებას შეძლებდა, მაშინ ისინი ლიგის ჩემპიონობას იმავე დღეს იზეიმებდნენ. "ვიცოდი, რომ ისინი ამ თამაშში გამარჯვებას აპირებდნენ. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ისინი იმ დროისთვის უკეთესი გუნდი იყვნენ, ამიტომ შევიცვალე ჩემი ბუცების საყრდენი სამაგრები. "დერბიში" ჩემს ბოლო თამაშამდე, ყოველთვის ვიცვამდი ძველ პლასტმასის ქაცვებს ლითონის წვერით, თუმცა იმ დღეს გრძელი, სრულად მეტალისგან დამზადებულებით შევცვალე, რადგან მინდოდა ვინმესთვის დაზიანება მიმეყენებინა. ეს ლეგალური იყო. ვფიქრობდი, რომ თუ რაიმე დაპირისპირება შედგებოდა, მე ბუცებს სათანადოდ გამოვიყენებდი. ჯონ ტერიმ სტადიონი ყავარჯნებით დატოვა. მე მის ფეხზე ხვრელი დავტოვე და თამაშის შემდეგ მაისურზე ხელი მოვაწერე, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ გავუგზავნე და ვთხოვე ჩემი ქაცვ უკან დაებრუნებინა. თუ იმ მომენტს იპოვით, როცა ისინი ჩემპიონობას ზეიმობენ, ტერის ფეხზე ამ დაზიანებას დაინახავთ", - იხსენებს რუნი.
Wayne Rooney left John Terry on crutches after proving how much he wanted to win - Mirror Online
ამ ფაქტის შემდეგ, 36 წლის სპეციალისტს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციიდან დაუკავშირდნენ და სთხოვეს, დეტალები უკეთ განემარტა. საინტერესოა, რომ მსგავსი მიზეზის გამო, 2002 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ნახევარმცველს როი კინს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს, როცა საკუთარ ავტობიოგრაფიაში დაწერა, რომ ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის მამას, ალფ ინგე ჰოლანდის განზრახ დაზიანებას იგივე გზით ცდილობდა. 2001 წლის მარტში გამართულ იმ შეხვედრაში, ჰოლანდმა ფეხი მოიტეხა და მისი კარიერა დაღმასვლისსკენ წავიდა.
რუნის ამ ინტერვიუს კომენტარის საშუალებით სიცილით თავად დაზარალებულიც გამოეხმაურა. ტერიმ დაწერა: "ეს ის შემთხვევაა, როცა შენი ბუცი ჩემს ფეხში დატოვე?"
უეინ რუნიმ "დერბი ქაუნთისთან" ერთად ბოლო მატჩი ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში, შოთა არველაძის გაწვრთნილი "ჰალ სიტის" წინააღმდეგ გამართა და 3:1 იმარჯვა.

სხვა სტატიები