Belive

რუბენ ამორიმი: "ჩვენთვის უპირატესობაა, რომ ევროტურნირებზე არ ვითამაშებთ"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის 40 წლის მთავარმა მწვრთნელმა - რუბენ ამორიმიმ, ჩავარდნილი და საშინელი სეზონი შეაფასა და მომავალ სეზონზეც ისაუბრა.

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, პორტუგალიელმა თავკაცმა აღნიშნა, რომ მათთვის უპირატესობაა ის, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონში არ ითამაშებს.

"ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს ამ საშინელი შედეგისთვის, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ. ეს კლუბი ამას ნამდვილად არ იმსახურებს, თუმცა მე ვრჩები პოზიციაზე იმისათვის, რომ უკეთესი გუნდი ავაშენოთ და გულშემატკივრებში ნდობა დავიბრუნოთ.

რაც შეეხება მომავალ სეზონს, ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ იმას აღვნიშნავ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნა ჩვენთვის დიდი უპირატესობა იქნება, რომ კარგად ვითამაშოთ, თამაშები უკეთ ჩავატაროთ და მომავლისთვის გუნდის მთავარი ბირთვი ჩამოვაყალიბოთ - ამიტომ, ჩვენთვის კარგია და უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ ევროტურნირებზე თამაშები არ გვექნება." - რუბენ ამორიმი

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერმა ევროპა ლიგის ფინალი ტოტენჰემთან დათმო და სეზონი უტიტულოდ დაასრულა - მეტიც, მათ პრემიერ ლიგაში ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარეს და ასპარეზობა მე-15 პოზიციაზე დაასრულეს.

სხვა სტატიები