Belive

არსენალს სალიბა ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლონდონის არსენალის ცენტრალური მცველი, უილიამ სალიბა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 - ფინალში მიღებული დაზიანების გამო, "მეთოფეთა" რიგებში, საკმაოდ დიდ პერიოდს გამოტოვებს. კლუბის ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს ოპერაცია არ დასჭირდება, მაგრამ ხანგრძლივი რეაბილიტაციის გავლა მაინც მოუწევს. ამ ეტაპზე, არაა ცნობილი, ზუსტად რა პერიოდი გაუცდება 25 წლის ცენტრალურ მცველს, მაგრამ არსენალში ვარაუდობენ, რომ სალიბას რეაბილიტაცია რამდენიმე თვე გაგრძელდება.

ლონდონში დაბრუნების შემდეგ, სალიბამ, სპეციალისტებთან, დამატებითი გამოკვლევები ჩაიტარა, რის შემდეგაც, ოფიციალურად დადასტურდა მისი ზურგის ტრამვა. ამ ეტაპზე კი, არსენალის მთელი სამედიცინო პერსონალი, მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა სწრაფად და ეფექტურად შეძლოს რეაბილიტაცია და მოედანს სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში დაუბრუნდეს.

სალიბას გარდა, საინტერესოა იურიენ ტიმბერის მდგომარეობაც, რომელმაც საზარდულის ტრამვის გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ შეძლო. ნიდერლანდელი მცველი, ამ ეტაპზეც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და იმედოვნებს, რომ მალე დაბრუნდება. მიუხედავად ამ დანაკლისებისა, არსენალისთვის, პოზიტიური სიახლეა ბენ უაითის დაბრუნება, რომელმაც მუხლის ტრამვის შემდეგ, ვარჯიშები განაახლა. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები 2026/27 წლის სეზონის სტარტს, 21 აგვისტოს, 25 - წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონშიპიდან დაბრუნებული ქოვენთრი სიტის წინააღმდეგ აიღებენ.

სხვა სტატიები