არსენალს ნიკო უილიამსი სურს
ლონდონის არსენალი, ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს ატლეტიკის ახალგაზრდა გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენით დაინტერესდა. როგორც ბრიტანული სპორტული გამოცემა "Team Talk" - წერს, არსენალის სპორტულმა დირექტორმა, ანდრეა ბერტამ, 23 წლის ესპანელთან უშუალო მოლაპარაკებები გამართა.
"მეთოფეებს" ნიკო უილიამსის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მორგან როჯერსის ტრანსფერი არ შედგა და საბოლოოდ, 23 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ლონდონის ჩელსის წევრი გახდა. გარდა ამისა. პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებულებისთვის, ბრედლი ბარკოლას საკითხიც გაურკვეველია.
🚨 Arsenal have reportedly made fresh contact with Nico Williams as we continue the search for our 𝐌𝐀𝐑𝐐𝐔𝐄𝐄 left-wing signing. 👀
— AFTV (@AFTVMedia) July 21, 2026
Andrea Berta is currently exploring whether a deal for Nico Williams is realistic this summer, with his release clause understood to be around… pic.twitter.com/OXbdSsEKIw
არსენალის მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას, შეტევის გაძლიერება სურს. განსაკუთრებით კი ფლანგებზე. ამ ეტაპზე, უილიამსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ნიკო უილიამსმა სულ რამდენიმე დღის წინ, ესპანეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამასთან ერთად, ფერან ტორესს, თავით, საგოლე გადაცემაც გაუკეთა. გასულ სეზონში, უილიამსს, ტრამვამ ხელი შეუშალა, სრული დატვირთვით ეთამაშა, მაგრამ ამის შემდეგ დაბრუნება და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
სხვა სტატიები
რომელ კლუბში უთამაშია ყველაზე მეტ მსოფლიო ჩემპიონს?
13 საათის წინ ფეხბურთი
ასტონ ვილა ალეხანდრო გარნაჩოს უმიზნებს
12 საათის წინ ფეხბურთი