უკრაინამ უნგრეთი დაამარცხა - საქართველო 28 სექტემბერს სწორედ უკრაინას უმასპინძლებს
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის პირველ შეხვედრაში უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთი სტუმრად მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი დანილო სიკანმა 42-ე წუთზე გაიტანა.
მე-2 ჯგუფი ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სწორედ აღნიშნულ ჯგუფში ასპარეზობს საქართველოს ნაკრებიც.
უნგრეთთან გამარჯვების შემდეგ უკრაინა საქართველოს ესტუმრება და შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩატარდება, მატჩი 28 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
სატურნირო მდგომარეობა პირველი სათამაშო დღის შემდეგ ასეთია: