სობოსლაი ტრავმირებულია | შეძლებს თუ არა უნგრეთის ლიდერი თბილისში ჩამოსვლას?
თანამედროვე უნგრული ფეხბურთის სახე, ნაკრების კაპიტანი და ლივერპულის ათიანი, დომინიკ სობოსლაი ტრავმირებულია. გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა დაზიანება ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურის მოგებულ შეხვედრაში, კრისტალ პალასთან (3:1) თამაშის დროს მიიღო.
დაზიანების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მეტოქეს კაპიტანი მაინც შეუერთდა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა უახლოეს დღეებში, დომინი სობოსლაი გუნდთან ერთად თბილისში გამომგზავრებას.
ფეხბურთელის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალური არხების მეშვეობით ავრცელებს.
Szoboszlai Dominik átesett a protokollnak megfelelő vizsgálatokon. Térdrándulását követően a válogatott egészségügyi stábja az elkövetkező napokban mindent elkövet annak érdekében, hogy a csapat kapitánya mihamarabb a szakmai stáb rendelkezésére állhasson. Játékáról azonban…
— MLSZ (@MLSZhivatalos) November 10, 2026
"დომინიკ სობოსლაიმ მუხლის ტრავმის შემდეგ საჭირო სამედიცინო შემოწმება გაიარა. ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბი უახლოესი დღეების განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გუნდის კაპიტანი მწვრთნელების განკარგულებაში რაც შეიძლება მალე მოხვდეს. მიუხედავად ამისა, მატჩში მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, თითქმის დანამდვილებით, მხოლოდ ბოლო წუთს იქნება მიღებული", - წერს უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვდრას გამართავს: 14 რიცხვში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.