,,უამრავი გუნდი საერთოდ ვერ მოხვდა მუნდიალზე, ჩვენ კი ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან ვითამაშებთ'' - ჰაიტის მწვრთნელი
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჰაიტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სებასტიენ მინიემ, ბრაზილიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,სწორედ ასეთ მეტოქეებთან თამაშით შეგვიძლია, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ვიქცეთ. ჩემი შვილის მაგალითს მოვიყვან, მაგრამ იგივე ხდება სხვა ფეხბურთელების შემთხვევაშიც - ისინი გიჟდებიან ვინისიუსზე და ხვალ სწორედ ასეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი რამ არის. ძალიან იღბლიანები ვართ და ჩვენს ადგილზე ყოფნას ბევრი ისურვებდა. უამრავი გუნდი საერთოდ ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენ კი ხვალ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით.
საკუთარი ძალების შეფასებას შევძლებთ. ვეცდებით, გამოწვევას ღირსეულად შევხვდეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, ხვალისთვის მიზანი სწორედ ეს არის.
შემადგენლობაში 26 ფეხბურთელი მყავს, რაც ნიშნავს, რომ რეალურად 26 სხვადასხვა ადამიანად უნდა ვიქცე, რადგან თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ეს სტრესის მართვას ეხება. გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება არ გვაქვს. ზოგს უბრალოდ აღაფრთოვანებს ფაქტი, რომ ბრაზილიის წინააღმდეგ უწევს თამაში. ჩემი და ჩემი სამწვრთნელო შტაბის მოვალეობაა, სწორი მიდგომა ვიპოვოთ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მატჩის პირველივე წუთებიდან სრულად ვიქნებით კონცენტრირებულები.
ბრაზილიის დამარცხება? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს ჰაიტისთვის წარმოუდგენელი რამაა. საოცრება იქნებოდა იმ ზეიმის ნახვა, რომელიც ჩვენს გამარჯვებას მოჰყვებოდა. როდესაც მწვრთნელობას იწყებ, ყოველთვის მოგება გინდა. მაგრამ, როცა ჰაიტის ნაკრებს უდგახარ სათავეში, კიდევ უფრო მეტ გამოწვევასთან გიწევს გამკლავება. ფეხბურთის წყალობით კი ჩვენ შეგვიძლია ასეთი ლამაზი მომენტებით ვიცხოვროთ. ჰიპოთეტურ გამარჯვებაზე წინასწარ საუბარი არ მინდა. თუმცა, მოედანზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა მატჩის შემდეგ გულდასაწყვეტი არაფერი გვქონდეს.'' - სებასტიენ მინიე
ბრაზილიისა და ჰაიტის მატჩი ხვალ 04:30 საათზეა ჩანიშნული.
პირველ ტურში მინიეს გუნდი შოტლანდიასთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა, სელესაომ კი მაროკოსთან ფრედ, 1:1 ითამაშა.
Técnico do Haiti evita tratar atletas do Brasil como "deuses", mas cita admiração: "Incrível para nós".
— ge (@geglobo) June 19, 2026
Seleção caribenha disputa segunda Copa do Mundo na história, depois de 52 anos. Sébastien Migné menciona Vini Jr como exemplo de jogador a inspirar o grupo: "Eles amam".… pic.twitter.com/EMdnQCOfSr