Belive

სრული სიგიჟე - ესპანეთმა უნიკალური რეკორდი დაამყარა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთი ერთა ლიგის A-დივიზიონის მატჩში ჩეხეთს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.

ოვიედოში მოპოვებული გამარჯვება ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიული გამოდგა - ფურია როხამ უნიკალური რეკორდი დაამყარა და გახდა პირველი გუნდი, რომელიც სანაკრებო დონეზე 41 მატჩია დაუმარცხებელია.

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები უკანასკნელად 2024 წლის მარტში, კოლუმბიასთან დამარცხდა და მას შემდეგ ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს - ამ დროის განმავლობაში ფურია როხამ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოგება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ სანაკრებო დონეზე წაუგებელი მატჩების სერიის რეკორდი ესპანეთამდე იტალიას ეკუთვნოდა. რობერტო მანჩინის მეთაურობით აძურიმ 2018-21 წლებში 37 მატჩი ითამაშა დაუმარცხებლად.

წაუგებელი მატჩების სერია

  • ესპანეთი - 41 მატჩი - 2024 -

  • იტალია - 37 მატჩი - 2018/21

  • არგენტინა - 36 მატჩი - 2019/22

  • ბრაზილია - 35 მატჩი - 1993/96

  • ესპანეთი - 35 მატჩი - 2007/09

სხვა სტატიები