მაიკლ ოლისემ ბუნდესლიგაში მორიგი მიღწევა დააფიქსირა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
ბაიერნის შემტევმა, მაიკლ ოლისემ ბუნდესლიგის საკუთარი რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა. Transfermarkt.de-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა 180 მილიონ ევროს შეადგენს. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 170 მილიონი იყო. ეს, ბუნდესლიგის ისტორიაში, საუკეთესო შედეგია. აქამდე, რეკორდი ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნოდა, რომელიც დორტმუნდიდან, მანჩესტერ სიტიში 150 მილიონ ევროდ გადავიდა.
ოლისე მიმდინარე სეზონის სტარტზე, კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. ბელგიასთან მატჩში, 24 წლის ფეხბურთელი შეცვლაზე შემოვიდა და ბრწყინვალე სოლო რეიდით, ულამაზესი გოლი გაიტანა. ოლისესთვის, ეს მეცხრე ოფიციალურ მატჩი, მეცხრე გოლი იყო. ამასთან ერთად, ფრანგს ხუთი საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. ბელგიასთან მატჩის შემდეგ, ოლისეზე საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმაც ისაუბრა.
ის აბსოლუტური ტალანტია და ფეხბურთის თამაში ძალიან უყვარს. ამით ის უბრალოდ სიამოვნებას იღებს. მას თამაში შესანიშნავად ესმის. ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით ვარ. - ზინედინ ზიდანი
საფრანგეთი ერთა ლიგის მომდევნო მატჩს დღეს, იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ჯერჯერობით, უცნობია დაიწყებს თუ არა ოლისე შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში.
Most valuable players in the Bundesliga following the latest @Transfermarkt update pic.twitter.com/tC68ZLUVRN
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) October 2, 2026