Belive

"ქედს ვიხრი კრიშტიანუს წინაშე" - ზინედინ ზიდანი

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, საფრანგეთი ბელგიას დაუპირისპირდება, მატჩამდე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ზინედინ ზიდანმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. გამართულ პრესკონფერენციაზე ზიდანს კრიშტიანუ რონალდუს საერთაშორისო კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ ჰკითხეს, რომელზეც 54 წლის სპეციალისტმა ასეთი რამ უპასუხა:

სათანადოდ უნდა დავაფასოთ მისი დიდებული კარიერა. მისი მიღწევები გამორჩეულია. გამიმართლა, რომ ის ჩემს გუნდში იყო. ის დამეხმარა, რომ წარმოუდგენელი წარმატებებისთვის მიმეღწია, ასე რომ, ქედს ვიხრი კრიშტიანუს წინაშე. ზოგადად, დიდ პატივს ვცემ ყველა ფეხბურთელს, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვისთან ერთადაც მიმუშავია, მათ შორის კი კრიშტიანუს, რომელმაც უდიდესი გამარჯვებების მოპოვებაში შეგვიწყო ხელი. - ზინედინ ზიდანი - საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

ზინედინ ზიდანის გაწვრთნილმა რეალ მადრიდმა ზედიზედ 3-ჯერ (2016, 2017, 2018 წლებში) მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, სწორედ ამ პერიოდში მოუწიათ ერთ გუნდში ყოფნა კრიშტიანუ რონალდუსა და ზინედინ ზიდანს.

სხვა სტატიები