Belive

გადაწყვეტილება მიღებულია | რონალდუს 7 ნომრიან მაისურს ლეაუ ჩაიცვამს

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ერთა ლიგის დღევანდელ მატჩში დანიის წინააღმდეგ, პორტუგალიის ნაკრების შემტევი რაფაელ ლეაუ ლეგენდარულ 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.

კრიშტიანუ რონალდუს მიერ გუნდის შეკრების სკანდალურად დატოვების შემდეგ, ლეაომ თავისი ჩვეული 17-ნომრიანი მაისური სწორედ 7 ნომერზე გადაცვალა, ხოლო 17 ნომერი ფაბიუ სილვას ერგო. საინტერესოა ისიც, რომ უეფას განაცხადში 7-იანი ერთდროულად ლეაოსა და რონალდუს გასწვრივაა მითითებული, რაც, სავარაუდოდ, მონაცემთა ბაზის განახლების პროცესით ან დროებითი გადაწყვეტილებით არის განპირობებული.

UEFA-ს ოფიციალურ საიტზე 7-ნომერი რაფა ლეაუს ერგო

თუმცა, რონალდუს ეპოქალური მემკვიდრეობის ფონზე, 7-ნომრიანი მაისურის ასე ნაჩქარევად გადაბარება გულშემატკივრებში დიდ კითხვებსა და უკმაყოფილებას იწვევს. კრიშტიანუს შემდეგ ამ საკულტო ნომრის მორგება უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

ლეაუს სტაბილურობა და კარიერული განვითარება კი ბევრ ეჭვს აჩენს - ფეხბურთელი, რომელმაც ევროპული გრანდების მწვერვალზე დამკვიდრება ვერ შეძლო და ამჟამად თურქულ გალათასარაიში ასპარეზობს, ბევრის აზრით, ნაკრების მთავარი სიმბოლოს ტვირთის ასაღებად მზად არ არის. მსგავსი ნაბიჯი პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიული ნომრის გაუფასურებად და გადამეტებულ ნაჩქარევობად აღიქმება.

დანიისა და პორტუგალიის დაპირისპირება 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები