"ჩვენ არასდროს გვეყოლება ლეო მესის მსგავსი ფეხბურთელი" - არგენტინის კაპიტანი
არგენტინა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბოლივიას დაუპირისპირდა და 4:0 გაიმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მოედანზე დაბრუნება შთამბეჭდავი მოგებით აღნიშნა, თუმცა ეს გამარჯვება ლეო მესის არყოფნამ გააფერმკრთალა...
ალბისელესტე პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ღირსეული გამოსამშვიდობებელი მატჩის მოსაწყობად ემზადება და ეს სამხრეთამერიკული დაპირისპირება პირველი იყო იმ ორი ამხანაგური შეხვედრიდან, რომელიც გუნდმა 6 ოქტომბერს, ბენინის წინააღმდეგ ლიონელ მესის უკანასკნელი მატჩის წინ დაგეგმა.
მესის ეპოქის შემდგომ პერიოდში კი ალბისელესტეს კაპიტნის სამკლაურს სერხიო რომერო მოირგებს, რომელმაც ბოლივიასთან დასრულებული მატჩის შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა.
🚨🥹🇦🇷 Cuti Romero: “We’re going to miss the Argentina captain for the rest of our lives. It’s a day I’ll never forget, and I FEEL READY to take on this responsibility.
— All About Argentina 🛎🇦🇷 (@AlbicelesteTalk) October 1, 2026
"I never imagined I would become captain of the National Team. I started my professional career here, and 10… pic.twitter.com/GlMyXGlNXS
არგენტინის ნაკრების კაპიტანი მთელი დარჩენილი ცხოვრება მოგვენატრება. ეს ის დღეა, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ და ვფიქრობ, რომ მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო.
არასდროს წარმომედგინა, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გავხდებოდი. ჩემი პროფესიონალური კარიერა აქ დავიწყე და 10 წლის შემდეგ არგენტინის კაპიტნის რანგში ვბრუნდები. ეს რაღაც წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მზად ვარ.
და, რა თქმა უნდა, თქვენ ლეო ახსენეთ… ჩვენ აღარასდროს გვეყოლება ლეოს მსგავსი ფეხბურთელი. ეს სიმართლეა. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.
ის ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი იყო. ჩვენ მას მაშინაც ვუყურებდით, როცა ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, ვხედავდით მის ზრდასა და განვითარებას, მაგრამ ის ყოველთვის გვასწავლიდა, რომ დაცემის შემდეგ კვლავ უნდა წამოვმდგარიყავით. - კუტი რომერო.
ლეო მესის ფენომენალური პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მოპოვებული ტიტულების სრული ჩამოთვლა, რა თქმა უნდა, ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ არც მხოლოდ ალბისელესტესთან ერთად მოგებული ტიტულებია ნაკლებად შთამბეჭდავი - მესიმ არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 207 მატჩში, 125 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად, 2 კოპა ამერიკა და ფინალისიმაც მოიგო.