Belive

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში არგენტინის ნაკრების მეტოქე გაირკვა

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის დასკვნითი, მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა და ოთხეული სრულად დაკომპლექტდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფიდან პირველი ადგილით ესპანეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში ურუგვაი 1:0 დაამარცხა.

უდიდესი ისტორია დაწერა კაბო-ვერდეს ნაკრებმა - აფრიკელებმა სადებიუტო მუნდიალზე ჯგუფის არცერთი მატჩი არ წააგეს და 3 ქულით 1/16-ფინალში გავიდნენ (მე-2 ადგილით). პლეი-ოფში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, არგენტინის ეროვნული ნაკრების მეტოქე სწორედ კაბო-ვერდე იქნება. მატჩი 4 ივლისს, მაიამიშია ჩანიშნული.

ამ მომენტისთვის რვა 1/16-ფინალური წყვილია ცნობილი:

სამხრეთ აფრიკა - კანადა

ბრაზილია - იაპონია

ნიდერლანდები - მაროკო

გერმანია - პარაგვაი

კოტ'დ-ივუარი - ნორვეგია

საფრანგეთი - შვედეთი

აშშ - ბოსნია

არგენტინა - კაბო ვერდე

სხვა სტატიები