Belive

U 19 | ელიტ რაუნდის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მონტენეგროსთან 1:3 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე საბა გეგუჩაძემ გახსნა, რომელმაც საბა სამუშიას ზუსტი გადაცემით ისარგებლა. მეტოქემ პირველი ტაიმის მიწურულს მარკო პეროვიჩის გოლით წონასწორობა აღადგინა.

58-ე წუთზე ანდრეი კამაიმ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანდრეი კოსტიჩმა დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა ამისთვის მონტენეგრო უნდა დაემარცხებინა, პოლონეთს კი სლოვაკეთისთვის ვერ უნდა მოეგო.

საბოლოოდ, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ჯგუფში 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური კი მონტენეგრომ მოიპოვა.

  1. მონტენეგრო - 7 ქულა

  2. პოლონეთი - 6 ქულა

  3. საქართველო - 3 ქულა

  4. სლოვაკეთი - 1 ქულა

სხვა სტატიები