Belive

ხარებაშვილი ეროვნული ნაკრების შემდეგ 19 წლამდელებშიც იასპარეზებს

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ახალგაზრდულის წევრი, საბა ხარებაშვილი, რომელმაც ივნისის შეკრება ეროვნულ გუნდთან ერთად გაიარა და ბაჰრეინთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 19-წლამდელთა ნაკრებს 9 ივნისს, ისლანდიასთან გასამართ პრინციპულ მატჩში დაეხმარება.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა, შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი მონტენეგროს წინააღმდეგ ფრედ - 1:1 ითამაშა.

ჯგუფში მონტენეგრომ 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივე ფრედ ითამაშა, ჯერჯერობით ის პირველ ადგილზეა, მეორე და მესამე ადგილს 1-1 ქულით საქართველო და ისლანდია იყოფენ. 9 ივნისს გასამართი შეხვედრა გადაწყვეტს თუ რომელი ნაკრები გადაინაცვლებს პირველ ადგილზე.