U19 | საქართველომ სომხეთს 4 უპასუხო გოლი გაუტანა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მე-3 შეხვედრა ჩაატარა და სომეხ თანატოლებთან 4:0 იმარჯვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა 4-ვე გოლის გატანა პირველ ნახევარში შეძლეს. თავი დუბლებით დავით გოგილაშვილმა და ნიკოლოზ ჩიქოვანმა გამოიჩინეს.
ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველი მატჩი 6 ივნისს მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრებთან გამართა და 1:2 დამარცხდა, 8 ივნისს კი, მოლდოვის 20-წლამდელებთან ფრედ, 0:0 ითამაშა.
თავის მხრივ, სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებმა სამივე შეხვედრა დათმო (0:1; 0:1; 0:4).
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და ხორვატიაში სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.