თურქეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა.
მეკარეები: ალთაი ბაინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), მერტ გუნოკი (ფენერბაჰჩე), უგურჩან ჩაქირი (გალათასარაი)
მცველები: აბდულქერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), ჩაგლარ სოიონჩუ (ფენერბაჰჩე), ერენ ელმალი (გალათასარაი), ფერდი კადიოღლუ (ბრაიტონი), მერტ მულდური (ფენერბაჰჩე), ოზან კაბაკი (ჰოფენჰაიმი), სამეტ აკაიდინი (რიზესპორი), ზეკი ჩელიკი (რომა)
ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუქსექი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ორკუნ კოკჩუ (ბეშიქთაში), სალიჰ ოზჩანი (დორტმუნდი)
თავდამსხმელები: არდა გიულერი (რეალი), ბარის ილმაზი (გალათასარაი), ჯან უზუნი (აინტრახტი), დენიზ გიული (პორტო), ირფან ჯან კაჰვეჩი (ქასიმფაშა), კენან ილდიზი (იუვენტუსი), ქერემ აქტურქოღლუ (ფენერბაჰჩე), ოგუზ აიდინი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (გალათასარაი).
🇹🇷 Bir forma, bir tutku, bir aidiyet... Nesilden nesile aktarılan en değerli miras.
— Türkiye #BizimÇocuklar 🇹🇷 (@MilliTakimlar) June 2, 2026
🌍🏆 İşte 24 yıl sonra bayrağımızı ve ay yıldızlı formamızı Dünya Kupası'nda temsil edecek A Millî Takım aday kadromuz:#BizimÇocuklar🇹🇷 | #FIFAWorldCup | #TürkÖndeTürkİleri pic.twitter.com/sbQqgqeLH8
თურქეთის ეროვნული ნაკრები D ჯგუფშია, მათი მეტოქე ნაკრებები იქნება აშშ, ავსტრალია და პარაგვაი.
მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.