Belive

ტუხელის ბარსელონაში შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ბაიერნი გამოეხმაურა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანული და ესპანური მედია საშუალებების სპეკულაციის მთავარ თემას, კატალონიური გრანდის მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობის დადგენა წარმოადგენს. ხავიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ბარსელონას" დატოვებს - მედია კი ახალ მთავარ მწვრთნელად, ტომას ტუხელს განიხილავს.

სპორტულ ტაბლოიდებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ტუხელი ხავის ჩასანაცვლებლად ემზადება და საქმე იქამდე მივიდა, რომ "ბაიერნს" ოფიციალური მოხსენების გამოქვეყნება მოუხდა.

"რეკორდმაისტერის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტომას ტუხელს მსგავსი არაფერი უთქვამს და ჟურნალისტების მხრიდან გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

ტუხელს არასდროს უსაუბრია ხავიზე და მის შესაძლო ჩანაცვლებაზე. მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. რიგითი შეხვედრის დროს, ტუხელი ჩვენს გულშემატკივრებს ხვდებოდა, სადაც სამწვრთნელო კარიერის, "პარი სენ-ჟერმენისა" და "ჩელსის" შესახებ ისაუბრეს. ასევე, ტუხელმა პასუხი გასცა ესპანეთის ლა ლიგისა და ქვეყნის საფეხბურთო მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვებს.

ჩვენი მთავარი მწვრთნელის მიმართ გავრცელებულ ასეთ სიცრუესა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც ყოველთვის ერთი და იგივე წყაროდან მოდის, აღარასდროს გამოვეხმაურებით. -

სხვა სტატიები