ოფიციალურად | რაფინია ელ კლასიკოში ითამაშებს
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას შემტევი - რაფინია, 6 მატჩიანი უთამაშებლობის შემდეგ მოახლოებულ 'ელ კლასიკოში' დაბრუნდება და კლუბს დაეხმარება.
🚨 𝗡𝗘𝗪: Raphinha is BACK from injury and will play vs Real Madrid!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) May 7, 2026
— @diarioas pic.twitter.com/Y3pNIN7iNC
რაფინიამ სანაკრებო შესვენების დროს, ბრაზილია საფრანგეთს ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო ტრავმა, რის გამოც იგი მატჩის 46-ე წუთზე შეცვალეს, მიზეზი კი ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება იყო, რის გამოც ბრაზილიელ ფეხბურთელს 6 მატჩისა და 1.5 თვის გამოტოვება მოუწია.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რაფინიამ ვარჯიში 2 მაისს განაახლა და მზად არის, რომ 10 მაისს ბარსელონაში გასამართ 'ელ კლასიკოში' ითამაშოს, სადაც ქულის მოპოვების შემთხვევაში კატალონიური კლუბი ოფიციალურად გახდება ლა ლიგის ჩემპიონი.
29 წლის ბრაზილიელს მიმდინარე სეზონში ბარსელონაში 31 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 19 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ბარსელონასა და რეალის დაპირისპირება 10 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.