Belive

ალვარესის ბედი გადაწყდა | საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხულიან ალვარესმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მინიმუმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე, ატლეტიკოში დარჩეს. ამით, ზაფხულის განმავლობაში მიმდინარე ხანგრძლივი სატრანსფერო საგა, ფაქტობრივად დასრულდა. მიუხედავად არსენალის სერიოზული ინტერესისა და თავად არგენტინელის ძლიერი სურვილისა, ბარსელონაში გადასულიყო, ხულიანი ამ ეტაპზე მადრიდში დარჩება და კარიერას დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით გააგრძელებს.

თავმდამსხმელმა, მიმდინარე ზაფხულში, საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა და ღიად გამოხატა ჰანსი ფლიკის გუნდში გადასვლის სურვილი. "ტრანსფერი ყველასთვის საუკეთესო ვარიანტია. მინდა, ჩემი ოცნება ავიხდინო" - განაცხადა არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონატის დროს. თუმცა ატლეტიკო, ამ საკითხში, უკომპრომისო იყო. სოციალურ ქსელებში შექმნილ ვითარებას ხუმრობითაც გამოეხმაურნენ და ატლეტიკოს, ბარსელონას ინტერესის საპასუხოდ, ლამინ იამალის, პედრისა და რაფინიას დამატება შეთავაზეს.

ატლეტიკოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა, სატრანსფერო საგას საბოლოო წერტილი დაუსვა და არგენტინელის ლა ლიგის სხვა კლუბში გადასვლა გამორიცხა.

ჩვენი სურვილი და ჩემი პირადი ოცნებაა, რომ ის ჩვენთან დარჩეს და ატლეტიკოში გააგრძელოს თამაში. ჩვენ დიდი ფეხბურთელები გვჭირდება და ხულიანი, ერთ-ერთი მათგანია. თუ მას ატლეტიკოს დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ალტერნატივას მოვძებნით, მაგრამ ეს არასდროს იქნება ბარსელონა. - მიგელ ანხელ ხილ მარინი

ახლა ალვარესს კვლავ სიმეონეს ხელში მოუწევს თამაში. თუ ბარსელონა, ზამთრამდე, საკუთარ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს, კატოლიურმა კლუბმა, შესაძლოა, კვლავ დღის წესრიგში დააყენოს ალვარესის ტრანსფერი და ალვარესის დიდი ხნის ნანატრი ოცნება საბოლოოდ განხორციელდეს.

სხვა სტატიები