Belive

ტუხელი: ,,ხვალ გნაბრი რეალს გაუტანს''

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,როცა ჩელსის მწვრთნელი ვიყავი, რეალს ორჯერ შევხვდით. მანამდე კი დორტმუნდსა და პსჟ-ში მუშაობის დროსაც ვეთამაშეთ. ბოლო მატჩთან შედარებით ყველაზე შესამჩნევი განსხვავება ბენზემას არყოფნა იქნება, რომელიც მაშინ საკვანძო ფეხბურთელი იყო.

მისი წასვლა გუნდმა სისტემის შეცვლით დააკომპენსირა. ბევრი რამ ისევ იგივეა, მაგრამ თამაშის სტილი შეიცვალა, რაც ნაწილობრივ ჯუდ ბელინგემის დამსახურებაა, რომელიც ყველგან თამაშობს.

მომავალი ორი მატჩი ფინალის ტოლფასია, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. მოსაგებად ბოლომდე დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ. სირთულეებისგან თავის დასაღწევად შესაბამისი ატმოსფერო და მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება საჭირო, ამან მცირე უპირატესობა უნდა მოგვცეს.

კარლო ანჩელოტი ლეგენდაა! ის ძალიან თავმდაბალი ადამიანი და არაჩვეულებრივი მწვრთნელია. რაც მან გააკეთა, ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია.''
- ტომას ტუხელი

ტუხელს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარზეც ჰკითხეს, როცა თქვა, რომ სერჟ გნაბრი ,,რეალს'' გაუტანდა:

,,ეს მოხდება... გნაბრი რეალს გაუტანს! არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.''

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მიუნხენის ,,ბაიერნი'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები