,,ამ ბიჭებს ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ'' - რას წერენ ფანები რეალისა და პსჟ-ს მატჩის შემდეგ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა რეალი 4:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
საყვარელი გუნდის თამაშმა სამეფო კლუბის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებშიც აისახა. ფანები განსაკუთრებულად ცენტრალურ მცველებს - ანტონიო რუდიგერსა და რაულ ასენსიოს აკრიტიკებენ:
,,რუდიგერმა საკუთარი თავი ამოწურა, მისი გაყიდვა მოგვიწევს. ასენსიოს არც კი ვიცი რა სჭირს...''
,,პსჟ-ს ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში მშვიდად იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ პრესინგს არავინ აპირებდა. მბაპე და ვინისიუსი უბრალოდ დადიოდნენ...''
,,გთხოვთ, გაყიდეთ რუდიგერი და ასენსიო. ამ ბიჭებს ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ.''
,,სანამ ალონსო არ იპოვის გზას თუ როგორ უნდა ითამაშონ ერთად ვინისიუსმა და მბაპემ, ერთ-ერთი მათგანი სკამზე უნდა იჯდეს.''
,,ვალვერდე და კურტუა ხელშეუხებელნი არიან, დანარჩენი 9 პოზიცია ვაკანტურია.''
,,ამ მატჩის შემდეგ, რუდიგერმა და ასენსიომ საჯაროდ უნდა მოგვიხადონ ბოდიში.''
,,ზაფხულში კონატეს ყიდვა გვჭირდება, რუდიგერმა და ასენსიომ ძირითადში ვეღარ უნდა ითამაშონ.''
ტურნირის ფინალურ შეხვედრაში პსჟ-ს მეტოქე ჩელსი იქნება. მატჩი კვირას, 13 ივლისს გაიმართება.