Belive

წლის შესანიშნავი დასაწყისი | გიორგი მიქაუტაძის შეფასება ელჩესთან

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-18 ტურში ელჩემ ვილიარეალს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მიმიდნარე გათამაშებაში, ელჩემ, საკუთარ მოედანზე, პირველი შეხვედრა დათმო.

ახალი წელი ფანტასტიკურად დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ, ქართველი ფორვარდი ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველ 13 წუთში ჯერ მოლეიროს გაატანინა, შემდეგ კი თავად აიღო ელჩეს კარი. მასპინძლებმა ერთი გოლი 30-ე წუთზე გაქვითეს, მატჩში წერტილი კი 83-ე წუთზე ალფონსო პედრასამ დასვა. მარსელინიომ მიქაუტაძე 75-ე წუთზე შეცვალა.

sofascore-სა და whoscored-ის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძემ (7.5) და (7.8) შეფასება დაიმსახურა.

ვილიარეალს 38 ქულა აქვს ლა ლიგის ცხრილის მესამე ადგილზეა. 'ყვითელი წყალქვეშა ნავი' შემდეგ შეხვედრას 10 იანვარს, საკუთარ მოედანზე, ალავესის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები