'წარმატებები' - ლივერპული დარვინ ნუნიესს დაემშვიდობა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ 26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი, დარვინ ნუნიესი, კარიერას ლივერპულიდან ალ ჰილალში გააგრძელებს. ESPN-ის ცნობით, გარიგების შედეგად, მერსისაიდული გრანდი 53 მილიონ ევროს მიიღებს.
ლივერპულს შეუძლია დაადასტუროს, რომ დარვინ ნუნიესის ალ ჰილალში ტრანსფერი დასრულდა.
კლუბის ყველა წევრი მადლობას უხდის დარვინს მისი წვლილისთვის და უსურვებს მას და მის ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს. - ვკითხულობთ ლივერპულის განცხადებაში
Liverpool FC can confirm Darwin Nunez has completed a permanent transfer to Al-Hilal, subject to international clearance.
— Liverpool FC (@LFC) August 9, 2025
Everybody at the club would like to thank Darwin for his contributions and wish him and his family all the best for the future.
ნუნიესი „ენფილდზე“ 2022 წლის ივნისში ბენფიკადან, 64 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. მან „წითლების“ რიგებში 143 მატჩში 40 გოლი გაიტანა, მაგრამ გასულ სეზონში, როდესაც მათ ტიტული მოიპოვეს, პრემიერლიგაში მხოლოდ რვა მატჩი დაიწყო ძირათადი შემადგენლობიდან.
იანვარში ნუნიესი კიდევ ერთი საუდის კლუბის, ალ ნასრის სამიზნე იყო, მაგრამ ინგლისელებმა 60 მილიონი ფუნტის შეთავაზება უარყვეს, რადგან სეზონის შუა პერიოდში მისი გაყიდვა არ ისურვეს. ლივერპულმა უარი უთხრა ნაპოლისაც, რადგან ჩათვალეს, რომ სერია A-ს ჩემპიონი ურუგვაელს არასაკმარის თანხად აფასებდა.