"პატივისცემის მიუხედავად, მესის ბარსელონა ამ პსჟ-ზე ათჯერ ძლიერი იყო" - არნე სლოტი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ლივერპულისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 14 აპრილს, 23:00 საათზე, ენფილდზე გაიმართება.
პარიზულმა გრანდმა პარკ დე პრენსზე 2:0 გაიმარჯვა და ინგლისში სოლიდური უპირატესობით ჩავიდა, მაგრამ ლივერპულის მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფრანგებს აფრთხილებს, რომ ნაადრევი სიხარული შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ლივერპულს წარსულში უფრო დიდი სხვაობა, გაცილებით ძლიერი კლუბების წინააღმდეგ აღმოუფხვრია.
🚨 Arne Slot on Liverpool needing a massive second-leg comeback against PSG at Anfield:
— Nuel (@LfcNuel) April 13, 2026
“I see the French media already celebrating and booking their tickets to the next round. That is their first mistake. They clearly do not understand the history of this football club. Let me… pic.twitter.com/qpUr7qf1Pj
ვხედავ, რომ ფრანგული მედია უკვე ზეიმობს და მომდევნო ეტაპისთვის ადგილებს ჯავშნის. ეს მათი პირველი შეცდომაა, რადგან, როგორც ჩანს ამ კლუბის ისტორიის შესახებ არაფერი სმენიათ.
ნება მომეცით ყველას შევახსენო: რამდენიმე წლის წინ, ბარსელონა, რომელშიც ლეო მესი და ლუის სუარესი თამაშობდნენ, აქ 3-ბურთიანი უპირატესობით ჩამოვიდა - ისინიც ფიქრობდნენ, რომ წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. პატივისცემის მიუხედავად, მაშინდელი ბარსელონა, ახლანდელ პარი სენ-ჟერმენზე ათჯერ ძლიერი იყო და ის კლუბი ენფილდზე ტოტალურად განადგურდა.
თუ პარიზელები ფიქრობენ, რომ უბრალოდ ნორმალურ სტადიონზე გავლენ სათამაშოდ, მწარედ ცდებიან. ისინი არა მხოლოდ 11 ფეხბურთელის, არამედ ენფილდის აჩრდილის წინააღმდეგ ითამაშებენ. აქ შეუძლებელი უკვე მოგვიხდენია და ახლაც მზად ვართ.
- არნე სლოტი.
შეგახსენებთ, რომ მერსისაიდული გრანდის კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია უდიდესი ალბათობით პარი სენ-ჟერმენის სასტარტო თერთმეტეულში იქნება და ფენომენალური სტატისტიკის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეეცდება.