წაგებების შემდეგ ფრე | წიტაიშვილის შეფასება ლორიანთან
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ლორიანმა მეცს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ოსერმა საკუთარი შეხვედრა წააგო, მეცი მაინც ბოლო ადგილზე დარჩა (ოსერსა და მეცს 12/12 ქულა აქვთ). იმის ფონზე, რომ მეცს ლიგა 1-ში ბოლო 4 შეხვედრა ჰქონდა წაგებული, აღებული 1 ქულაც დადებითად შეიძლება შეფასდეს.
ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი კი ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა. ანგარიში სტუმრებმა 29-ე წუთზე გახსნეს, ლორიანმა მატჩის გადარჩენა 73-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლო. წიტაიშვილი მწვრთნელმა 84-ე წუთზე შეცვალა. ქართველმა ერთხელ კარის ჩარჩოში დაარტყა, ერთხელ კი დაუფარეს. მისი პასების სიზუსტე 84% (27/32) იყო. sofascore-სა და whoscored-ის შეფასებით, წიტაიშვილმა 6.3-დან 6.8-დე ქულა დაიმსახურა.
მეცი 11 იანვარს მონპელიეს, საფრანგეთის თასზე დაუპირისპირდება, ხოლო ჩემპიონატის შემდეგ ტურში სტრასბურთან სტუმრად ითამაშებს.
1⃣ - 1⃣ #FCLFCM
— FC Metz ☨ (@FCMetz) January 4, 2026
C'est terminé au Moustoir 🔚
Longtemps devant, nos Grenats sont finalement accrochés et ramènent un point de @FCLorient. pic.twitter.com/SsbvgMV9la