Belive

წიტაიშვილი მარჯვენა შემტევად - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა რეალთან?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მეხუთე ტურში რეალმა რაიო ვალეკანოს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა. დუბლი კილიან მბაპემ შეასრულა, ხოლო თითო გოლი ბელინგემმა და კარერასმა გაიტანეს. სტუმართა მხრიდან თავი სერხიო კამელომ გამოიჩინა.

რაიოს ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც 'სანტიაგო ბერნაბეუზე' შეუცვლელად ითამაშა. გიორგიმ ლა ლიგის პირველი 3 შეხვედრა გამოტოვა, მხოლოდ 16 წუთი ითამაშა რასინგთან და შეიძლება ითქვას, რომ რეალთან მისი სრულფასოვანი დებიუტი შედგა - თანაც მარჯვენა შემტევის პოზიციაზე. წიტაიშვილი აქტიური იყო და კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, საიდანაც კურტუამ ორჯერ აუღო, ხოლო ერთხელ, ახლო მანძილიდან, თავური დარტყმით თავად გადააცილა მეტოქის კარის ჩარჩოს.

გიორგი წიტაიშვილის შეფასება 6.0-დან 6.3-დეა (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მონაცემებით).

რეალსა და ბარსელონას თანაბარი 12/12 ქულა აქვთ და პირველ ადგილს ინაწილებენ, თუმცა კატალონიელებს მე-5 ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ. რაიო 4 ქულით მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.