ტრენტმა დაადასტურა, რომ ლივერპულს სეზონის ბოლოს დატოვებს
როგორც მოსალოდნელი იყო ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი "ლივერპულს" დატოვებს. ამის შესახებ ინგლისელმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო. ტრენტმა ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
"ლივერპულში" გატარებული 20 წლის შემდეგ, დროა დავადასტურო, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დავტოვებ. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. - განაცხადა ტრენტმა
After 20 years at Liverpool Football Club, now is the time for me to confirm that I will be leaving at the end of the season.
— Trent Alexander-Arnold (@TrentAA) May 5, 2025
This is easily the hardest decision I’ve ever made in my life.
I know many of you have wondered why or been frustrated that I haven’t spoken about this… pic.twitter.com/emAw5RvXq0
ტრენტს "ლივერპულის" მთავარ გუნდში 351 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 23 გოლის და 92 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მან გუნდთან ერთად 2 ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერ თასი, FA თასი, 2 პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, UEFA სუპერ თასი და FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.